“იქაურმა ხო იცის სად ჩავარდნენ ბავშვები, რომ ის იმ ტრაქტორების გაკეთებული თხრილი საერთოდ არ იყო” – მარიამ ოშხნელი

ტვ იმედის ჟურნალისტი, მარიამ ოშხნელი:

უმძიმესი ტრაგედიაა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მთლიანად “ოცნების ქალაქს”.
კი, ყველას, იმიტომ, რომ ვინც ერთხელ მაინც ყოფილა “ოცნების ქალაქში” და მე ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ, მიხვდება, რომ მთელი დასახლება ერთია, ერთნაირმა ისტორიებმა მიიყვანა ყველა ოჯახი იქ, ერთნაირი წლები გაიარეს, ერთნაირი საცხოვრებელი პირობებით ცხოვრობენ და პირდაპირი გაგებით ერთად ზრდიან იქ ბავშვებსაც. “ოცნების ქალაქი” არაფერს არ გავს, ხალხიც სხვანაირია და ბავშვებიც. “ოცნების ქალაქის” ბავშვები მზეები არიან, დაგინახავენ და ისე იღიმიან, გათბობენ და განათებენ. სულ თან დაგყვებიან, დადიხარ და თან ჟრიამული დაგყვება-მინიმუმ 20 ბავშვი ერთად, ჩემი მეგობარი ბავშვები ძალიან მძიმე ღამე იყო, რო გაგყინავს ისეთი ტრაგედიაა. ბუნებრივია ასეთ დროს უამრავი შეკითხვაა, მაგრამ მალევე იმდენი ბოროტი ტყუილი წავიკითხე, გულისამრევი. ბავშვები ჯართს ეძებდნენ?! განა “ოცნების ქალაქში” ჯართი საძებნელია?! ორმოები და თხილებია ოცნების ქალაქში ახალი? არაადამიანური, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო აშენდა ის სამი კორპუსი და გაიყვანეს ოჯახების ნაწილი, დანარჩენი 9 კორპუსიც მაგიტო აშენდება და ამ დროს რა ხდება? ვიღაც ყვირის იმ ტრაქტორებს დავწვავ, წავიდნენ აქედან ჩვენ კარგად ვცხოვრობდითო. გამწარებულ ადამიანს რა უნდა უთხრა, მაგრამ იქაურმა ხო ყველაზე კარგად იცის სად ჩავარდნენ ბავშვები, რომ ის იმ ტრაქტორების გაკეთებული თხრილი საერთოდ არ იყო და არც გაუთხრიათ ჯერ არაფერი იმ ტრაქტორებს… მშენებლობას რატომ უნდა მიაწერო ეს საშინელი ტრაგედია. საერთოდ იმ დროს, იმ სიმწარეში, როგორ უნდა მოიცალო ხელების გასაშვერად, ტყულად ვინმეს როგორ უნდა დააბრალო ასეთი ამბავი.
გამძლეობა ოჯახებს მთელი გულით თქვენთან ვარ, ისევ ჩამოვალ, მოვისმენ თქვენს ტკივილს, მოვყვებით ლევანზე და ანდრიაზე, მზე ბავშვებზე, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად გვტკივა მთელ ქვეყანას. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ.