იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დანიშნა – სასამართლოს გუშაგი

არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის ცნობით, გუშინ, 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დანიშნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ.
როგორც სასამართლოს გუშაგი წერს, 21-ვე მოსამართლის უვადოდ დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.