იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას იწყებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე (ვაკანტური 2025 წლის 3 აპრილიდან) განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, 2025 წლის 14 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ