იუსტიციის სახლთან, სადაც მომიტინგეთა ნაწილს გზის სავალი ნაწილი აქვს გადაკეტილი, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

იუსტიციის სახლთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილს გზის სავალი ნაწილი აქვს გადაკეტილი, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ვითარების დაძაბვა გამოიწვია რამდენიმე ავტომობილის მძღოლსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერმა დაპირისპირებამ.
პროტესტის მონაწილეები ავტომობილის მძღოლებს იუსტიციის სახლის მიმდებარედ განლაგებული ბარიკადების გავლის საშუალებას არ აძლევენ.
შეკრებილები, მხოლოდ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს ატარებენ.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეზღუდულია, შექმნილია საცობი. ავტომობილის მძღოლები პროტესტის ნიშნად ასიგნალებენ.
აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ