იუსტიციის სამინისტროს წლები დასჭირდა, რომ ისკანდერის ნაწილებისთვის მიეკვლია – სად გაქრა კასეტური რაკეტა და ვინ იდგა ამის უკან, და სხვა სახის დანაშაულებებს ნათელი მოეფინება. მომავალი თაობა უნდა იცნობდეს ქვეყნის მოღალატეებს!

იუსტიციის სამინისტროს წლები დასჭირდა, რომ ისკანდერის ნაწილებისთვის მიეკვლია – სად გაქრა კასეტური რაკეტა და ვინ იდგა ამის უკან, და სხვა სახის დანაშაულებებს ნათელი მოეფინება. მომავალი თაობა უნდა იცნობდეს ქვეყნის მოღალატეებს!
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს გაჟღერდა, რომ ისკანდერი რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ გამოიყენა, როდესაც ქართულ მხარეს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებები,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი , რითაც ეხმიანება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებას.
მეგრელიშვილის თქმით, კომისიის მუშაობის შედეგად ნათელი მოეფინება წინა ხელისუფლების დანაშაულებებს და მომავალი თაობა უნდა იცნობდეს ქვეყნის მოღალატეებს.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ისტორიული მნიშვნელობის საქმეს შეუდგა. კომისიის შემადგენლობა და ამ საქმეში ჩართული ყველა სხვა პირი ქვეყნის შიგნით დაიცავს საქართველოს ინტერესებს და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის მოღალატეობის მამხილებელ დოკუმენტს შექმნის. დოკუმენტი შეიქმნება მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ეს დოკუმენტი ახალ ისტორიას დაწერს.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს გაჟღერდა, რომ ისკანდერი რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ გამოიყენა, როდესაც ქართულ მხარეს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებები და გორში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. ეს კასეტური რაკეტა გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიზუსტით და წარმოადგენდა ოქროს მტკიცებულებას იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს დაედასტურებინა, რომ იგი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ დამიზნებით, განზრახვით იქნა გამოყენებული რუსეთის მხრიდან, თუმცა, მტკიცებულება არათუ საქმეში, საქართველოშიც კი არ აღმოჩნდა. მტკიცებულება შეგნებულად გააქრეს!
ქართულ მხარეს მხოლოდ ისკანდერის ამსახველი კადრები და ფოტომასალა ჰქონდა, რაზეც რუსული მხარე იცინოდა, რომ ფოტოშოპი იყო, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს წლები დასჭირდა, რომ ისკანდერის ნაწილებისთვის მიეკვლია და საქართველოში მანამდე ჩამოტანა მოესწრო, სანამ სასამართლოები გადაწყვეტილებებს გამოიტანდნენ. სად გაქრა კასეტური რაკეტა და ვინ იდგა ამის უკან და სხვა სახის დანაშაულებებს ნათელი მოეფინება და მომავალ თაობებს რომლებსაც საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მოღვაწეობის დანაშაულებრივი პრაქტიკა ინფორმაცია დოკუმენტურად მიეწოდებათ. მომავალი თაობა უნდა იცნობდეს ქვეყნის მოღალატეებს!“ – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია