იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელა

იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელა. რატი ბრეგაძემ და იესპერ მოლერმა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობის შედეგად დღეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მხოლოდ 54 არასრულწლოვანი იხდის სასჯელს, 2012 წლამდე კი, მათი რაოდენობა 200-ს აჭარბებდა.
“ძირითადი აქცენტი გამახვილდება საქართველოში ბავშვთა უფლებების საკითხზე ცნობიერების ამაღლებაზე და ამ კუთხით ჩვენ განვახორციელებთ ერთობლივ ტრენინგ-მოდულებს, სასწავლო პროგრამებს. ასევე, ყურადღება გამახვილდება იუსტიციისა და პრობაციის სისტემაში არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამებზე,” – აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
საუბარი შეეხო, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობას, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვას და სხვა საკითხებს.
“ძალიან მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრით იუსტიციის მინისტრთან. ეს იყო ძალზედ კონსტრუქციული, შორსმჭვრეტელი, ნოვატორული აზრების გაცვლა, რაც ზუსტად ასახავს საქართველოში ბავშვთა უფლებებისადმი დამოკიდებულებას. ვისაუბრეთ განსაკუთრებით იმ ინიციატივებზე, რაც ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა გასულ წელს – უმნიშვნელოვანესი ეროვნული კონფერენცია აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ.
მე მადლობას ვუხდი მინისტრს მისი ხედვის გაზიარებისთვის აღდგენითი სამართლის და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რესოციალიზაციის მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით,” – აცხადებს იესპერ მოლერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა