იუსტიციის მინისტრი 2012 წლამდე ციხეებში არსებულ ვითარებაზე – ეს იყო დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, ამ სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავთ

ადამიანებს აბამდნენ მიცვალებულებს, პირში უთავსებდნენ სპეციალურ მოწყობილობას, რომ ხმის ამოღება არ შესძლებოდათ; ცემა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სისტემური ხასიათი ჰქონდა ადამიანთა წამებას, ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადასტურებული.
„თუ ქართულ სასამართლოს არ ენდობით, იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ენდობით. ამას ვერ ჩამოირეცხავთ, ეს იყო დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ