იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ კითხვაზე – როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება

როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.
ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება.
„მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, ან სხვაგან”,- განაცხადა ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ