იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ ლანა მორგოშია დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ლანა მორგოშია იკავებდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.
„ლანა მორგოშია პროფესიით იურისტია; აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.