იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილზე – ეს მაგარი ვიცით – ჯერ გაღმერთება, მერე ჩაქოლვა, მერე ისევ გაღმერთება, ისევ ჩაქოლვა – ვერ ჩაიქოლებიან ეს ადამიანები, ძალიან ბევრი აქვთ გავლილი

გაეშვით ამ ხალხს. დავუფასოთ მათი მონაპოვარი და ნუ ვაიძულებთ, მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პოსტულატები იმეორონ სიტყვა-სიტყვით. რაღაცას ემხრობიან და ნუ ეწყინება ნურავის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამუნა ტყეშელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის, მათ შორის სპორტსმენებით დაკომპლექტებას.
როგორც ტყეშელაშვილი აღნიშნავს, ნამდვილი ევროპული ღირებულება სწორედაც რომ განსხვავებული აზრის მიმღებლობაშია.
„ჯერ იყო და კვარაცხელიამ (და კიდევ არ მახსოვს, რომელმა ფეხბურთელმა) არ იძახა ზუსტად ის ნარატივი და ის სიტყვები, რაც მავანს სჭირდებოდა, მერე ჩაქოლეს (ბოლშევიზმის კლასიკა) და მერე ისევ გააღმერთა ზოგმა), მერე ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილზე გადადგა ფბ საზოგადოების გარკვეული (ვიწრო) ნაწილი (არიქა და “ოცნების” ოცეულში არიანო.
ნამდვილი ევროპული (თუ, გნებავთ – ქართული) ღირებულება სწორედაც რომ განსხვავებული აზრის (მათ შორის, პოლიტ. შეხედულების) მიმღებლობაშია. Кто не с нами – тот против нас (ბოლშევიკების დევიზია ეს. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ წარმოიშვა და, იმედია, კირლიცას დანახვაზეც გული არ წაუვა ვინმეს. (ჩემი უკრაინელი მეგობრებიც მკითხულობენ და ეს დამწერლობა/ენა ესმით კარგად).
გაეშვით ამ ხალხს. დავუფასოთ მათი მონაპოვარი და ნუ ვაიძულებთ, მხოლოდ კონკრეტული ადამიანების პოსტულატები იმეორონ სიტყვა-სიტყვით. რაღაცას ემხრობიან და ნუ ეწყინება ასე ნურავის, თავისი აზრი აქვთ და უხერხულია, მათი არდაფასება და ზოგიერთისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობაც. ეს მაგარი ვიცით – ჯერ გაღმერთება, მერე ჩაქოლვა, მერე ისევ გაღმერთება, ისევ ჩაქოლვა და ასე წრეზე სიარული. ვერ ჩაიქოლებიან ეს ადამიანები. ძალიან ბევრი აქვთ გავლილი. კიდევ და კიდევ მადლობა მათ“, – წერს თამუნა ტყეშელაშვილი.