იური უშაკოვი – რუსეთის დელეგაცია სტამბოლში განიხილავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ საკითხებს – დელეგაციის შემადგენლობა ამის საფუძველზე განისაზღვრება

უკრაინულ მხარესთან სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ს დელეგაცია როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ საკითხებს განიხილავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„დელეგაცია განიხილავს როგორც პოლიტიკურ, ასევე, მე ვიტყოდი, უამრავ ტექნიკურ საკითხს. ამის საფუძველზე განისაზღვრება შემადგენლობა“, – აღნიშნა უშაკოვმა.
მისი თქმით, შეხვედრის ადგილს სტამბოლში რუსეთის გენერალური საკონსულო და თურქეთის ხელისუფლება ადგენენ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე მინიშნება ვლადიმერ პუტინსა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის თურქეთში შესაძლო შეხვედრის შესახებ, უშაკოვმა უპასუხა, რომ ტრამპი ამჟამად ახლო აღმოსავლეთში იმყოფება და იქ სერიოზული საკითხებით არის დაკავებული.
მისი თქმით, სტამბოლში რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბევრი განცხადება კეთდება, თუმცა „უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“.