იური უშაკოვი – იფიცება, რომ რუსეთთან შეთანხმება მტკიცე იქნება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მტკიცე შეთანხმებას ჰპირდება.
„ამერიკელები (დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები) იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ის მტკიცე იქნება“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისი მტკიცებით, მოსკოვი და ვაშინგტონი გრძელვადიანი მოგვარების კონტექსტში მუშაობენ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარი არ არის.
„მხარეები ცდილობენ, მოლაპარაკება მოახდინონ რთულ დებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავს მომავალი შეთანხმების ფორმასა და ბედს. უკრაინასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი -სგან თავის დოკუმენტებში რადიკალური ცვლილებების შეტანას მოითხოვს“, – აღნიშნა უშაკოვმა.
პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, რუსული არმიის ფრონტის ხაზზე წინსვლამ კრემლში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო შექმნა. შეხვედრის შედეგებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ რუსეთმა და აშშ-მ ერთმანეთის პოზიციები უკეთ გაიგეს. პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა არ განხილულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით