იური კობალაძე МГИМО-დან გაუშვეს

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГИМО) საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იური კობალაძე უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ და რაც მან ლექციის წასაკითხად მიიწვია სთან ომის მოწინააღმდეგე ტელეწამყვანი ივან ურგანტი.
ინფორმაციას ტელეგრამის არხები “Осторожно, Москва” და “Абзац” წყაროებზე, მათ შორის, სტუდენტბზე დაყრდნობით ავრელებენ.
კობალაძის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ „Медуза“-მ შეამჩნია, რომ მისი გვარი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთა სიიდანაა გამქრალი.
ხოლო უნივერსიტეტის ვებსაიტზე მის პირად გვერდზე ნათქვამია, რომ ის „2014 წლიდან 2023 წლამდე“ მუშაობდა საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ და პროფესორად.
“Осторожно, Москва” ირწმუნება, რომ კობალაძემ გათავისუფლების შესახებ სტუდენტებს 14 ნოემბერს შეატყობინა, მაგრამ მიზეზები არ აუხსნია. გამოცემა “Абзац” -ს პროფესორმა უთხრა რომ არ აპირებს მისი გათავისუფლების შესახებ საუბარს. “Осторожно, Москва” წერს რომ, სტუდენტები ლექტორის დაბრუნების მოთხოვნით კოლექტიური წერილის დაწერას აპირებენ, თუმცა ვარაუდობენ რომ ამის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხავენ.
ოქტომბრის დასაწყისში, ომის მომხრე ბლოგერები და კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი მედია წერდა, რომ ივან ურგანტმა კობალაძის ლექსიაზე Social Networking-ის თემაზე და მედიასივრცეში პირადი კონტაქტების დამყარებაზე ისაუბრა. ლექციის ვიდეოჩანაწერში ურგანტი ომზე არ საუბრობდა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლექციის ორგანიზებასთან კავშირი არ ჰქონიათ.
“Осторожно, Москва“-ს მონაცემებით, უნივერსიტეტი კობალაძეს ე.წ. სამხედრო კორესპონდენტების მიყვანას სთხოვდა. უცნობია კობალაძე სამსახურიდან დაითხოვეს თუ მან თავად დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.
· იური კობალაძე წარსულში სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველ მთავარ სამმართველოში მუშაობდა საგარეო დაზვერვაში, იყო სსრკ-ის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს კორესპონდენტი დიდ ბრიტანეთში, პოსტსაბჭოთა წლებში საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიუროს ხელმძღვანელი, აქვს გენერალ-მაიორის წოდება.
· მსახიობი და ტელეწამყვანი ივან ურგანტი უკრაინაში ს შეჭრის პირველივე დღეს ომის წინააღმდეგ გამოვიდა და თავის ინსტაგრამზე დაწერა: “შიში და ტკივილი. არა ომს”. გაუქმდა მისი საავტორი შოუ “საღამოს ურგანტი” რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე, ასევე გაუქმდა მისი კონცერტები რუსეთში.