იურიჩი: უცხოელმა მწვრთნელებმა იტალიელებისგან უნდა ისწავლონ

“ტორინოს” აწ უკვე ყოფილი დამრიგებელის ივან იურიჩის თქმით, იტალიელი მწვრთნელები მსოფლიოში საუკეთესოები არიან.
“ჩემპიონთა ლიგაზე ისეთი კლუბები ასპარეზობენ, როგორებიც “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა ტაქტიკის თვალსაზრისით, იტალიელი მწვრთნელები სულ სხვა დონეზე არიან.
“ლევერკუზენს” ამ სეზონში წაუგებელი იყო, თუმცა გასპერინის “ატალანტამ” ეს სერია შეწყვიტა.
“ინტერს” გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ გაუმართლა, ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ.
ჩემი აზრით, უცხოელმა მწვრთნელებმა იტალიელებისგან უნდა ისწავლონ”, – განაცხადა იურიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ