იურისტი გურო იმნაძე: „ქართულმა ოცნებამ“ აიღო და მთლიანი კანონი გადმოაკოპირა „ამერიკულიდან“, ისე რომ მასში ჩარჩენილია აშშ-ს პრეზიდენტი, დეპარტამენტი, შტატები… თან ამით ამაყობენ

„არათუ კანონის, რაღაც საკითხზე მარეგულირებელი ჩარჩოს ერთი მუხლის მექანიკური კოპირებაც კი ხშირადა არასწორი და სახიფათოა, როგორი ქვეყნიდანაც არ უნდა მოგვქონდეს ეს რეგულირება. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო და მთლიანი კანონი გადმოაკოპირა „ამერიკულიდან“, ისე რომ მასში ჩარჩენილია -ს პრეზიდენტი, დეპარტამენტი, შტატები… თან ამით ამაყობენ, ზუსტი თარგმანია, ვერავინ მოგვედავებაო.
ამას ოროსნობაც აღარ ჰქვია. ეს პირველ რიგში იმ ინსტიტუტის უპატივცემულობაა, რომლის წევრობასაც იჩემებენ. მაგრამ რანაირად უნდა სცენ პატივი ან პარლამენტს, ან კანონს, როცა სწორედ რომ უკანონოდ იმყოფებიან პარლამენტში და „ხელისუფლებობანას“ გვეთამაშებიან“ — იურისტი გურო იმნაძე „ოცნების“ მიერ დარეგისტრირებულ FARAS-ს ქართულ ვერსიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

ელენე ხოშტარია – ყველა პოლიტიკური პატიმარი არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი – ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით დავამარცხებთ სისტემას