„იურისტების და საერთაშორისო დიპლომატების მეათედიც კი არ არის საჭირო, რამდენი აკრედიტებული ადგილიც არის“

საქართველოს ყოველწლიურად ათობით ათასი ახალი სტუდენტი ჰყავს. მიმდინარე წელს უმაღლეს სასწავლებლებში დაახლოებით 32 ათასმა აბიტურიენტმა ჩააბარა. განათლების სფეროს ექსპერტები კი ამბობენ, რომ ქვეყანას ამდენი სტუდენტი არ სჭირდება და თანაც, მაშინ, როდესაც ახალგაზრდების უმეტესობა ერთსა და იმავე პროფესიაზეა ორიენტირებული.
უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი აბიტურინეტი ირიცხება. ასე მაგალითად, 2019 წელს 28 740 აბიტურინეტი გახდა სტუდენტ, 2020 წელს – 29 614, 2021 წელს – 29 362, 2022 წელს – 32 100, 2023 წელს – 34 843, 2024 წელს – 32 000-ზე მეტი, ხოლო მიმდინარე 2025 წელს 31 700-ზე მეტი.
მაშინ, როდესაც ჩარიცხული აპლიკანტების სტატისტიკა მზარდია, განათლების სფეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქვეყანას არც ამდენი სტუდენტი სჭირდება და არც ამდენი იურისტი, დიპლომატი, ეკონომისტი და ზოგადად, იმ სფერო წარმომადგენელი, რომელთა მიმართულებაც უმაღლეს სასწავლებლებში ყველაზე მეტად პოპულალურია.
ისეთი სპეციალობები კი, რომელიც წესით, ეკონომიკის გამწევ ძალას უნდა წარმოადგენდეს და ქვეყანაში დოვლათს ქმნიდეს, ინტერესის მიღმაა. ეს ეხება გეოლოგიას, ენერგეტიკას, ვეტერინარიას, აგრონომიას, ინჟინერიას და სხვა. შესაბამისად, სპეციალისტები სწორედ დეფიციტური კადრების პრობლემაზე ამახვილებენ ყირადღებას და მთავრობას მდგომარეობის გამოსწორებისკენ მოუწოდებენ.
როგორც პროფესორი ზურაბ ვახანია მიიჩნევს, მაშინ, როდესაც ახალგაზრდების უმეტესობა იურისტობასა და დიპლომატიაზე ფიქრობს, ქვეყანას ბევრი ინჟინერი, ვეტერინარი, ტექნიკოსი და სხვა სფეროს წარმომადგენელი აკლია.
„ქვეყანას არ სჭირდება ამდენი სტუდენტი, ამის ნახევარიც კი არ არის საჭირო, თუმცა სხვადასხვა დარგი განსხვავებული ვითარებაა. იურისტების და საერთაშორისო დიპლომატების მეათედიც კი არ არის საჭირო, რამდენი აკრედიტებული ადგილიც არის, მაგრამ ზოგი სპეციალობა ისეთია, რომელიც, პირიქით, გვაკლია, მაგალითად, მასწავლებლები, ინჟინრები, ვეტერინარები, აგრონომები და ა.შ. კიდევ უფრო მეტად გვაკლია ტექნიკოსები, ხელოსნები, რომელთაც კოლეჯები სჭირდებათ.
ჩემს მიერ ჩამოთვლილი პროფესიები პოპულარობას იმიტომ ვერ იძენს, რომ განათლების მიზანი, არც სახელმწიფოს მხრივ და არც ოჯახების მხრივ, არ არის მართლა ხარისხიანი ცოდნის მიღება. სახელმწიფოს და კერძო სასწავლებლების დამფუძნებლების მხრიდან თითქმის ერთადერთი ინტერესი არის ბიზნესი. სადაც კი განათლება, მეცნიერება, ხელოვნება ხდება ბიზნესი, იქ ხარისხზე საუბარი ზედმეტია. ოჯახებს რაც შეეხება, ოჯახებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რანაირად სჭირდებათ ცოდნა, როდესაც სტუდენტების 90%-ის ერთდაერთი საფიქრალი გამოცდების ჩაბარება და დიპლომის აღებაა, თან რაც შეიძლება მარტივად და არა ის, რომ ცოდნა მიიღოს, რომელიც შემდგომში გამოადგება. ასე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი საზოგადოება.
ჩემს აზალგაზრდობაში უცხოელმა იხუმრა, რომ საქართველო ის უცნაური ქვეყანაა, სადაც უცოდინრობაში იხდიან ფულს. ფარატინა დიპლომი რაში სჭირდებათ? უმაღლესდამთავრებულთა არც კი, მაგრამ მაქსიმუმ 5% მფარველი მოეძებნება და დასაქმდება ნეპოტიზმით, რომელიც კორუფციის ერთ-ერთი სახეობაა. დანარჩენ 95%-ს რისი იმედი აქვს?
ყველაფერთან ერთად ხალხს პრაგმატიზმიც აკლია, თუ მისთვის არ არის მომგებიანი, რომ სწორად გათვალო. ამდენი ახალგაზრდა იურისტის სპეციალობაზე აბარებს და ხომ უნდა იცოდნენ, რომ თავისი სპეციალობით კარგი სამუშაო ადგილის მოძიების ალბათობა უფრო ნაკლებია, ვიდრე იმისა, რომ ტოტალიზატორში მოიგონ. იურისტების 99.9% უმუშევრები არიან და ამ სპეციალობაზე რომ აბარებენ, ესეიგი, ამ დარგში უმუშევრობისთვის არიან განწირულები და სხვა პროფესიით დასაქმდებიან”, – განუცხადა ზურაბ ვახანიამ „რეზონანსს”.
ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყოველ წელიწადს საკმაოდ ბევრი აბიტურიენტი აბარებს მისაღებ გამოცდებს და სწავლას აგრძელებს უნივერსიტეტში, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მათი დიდი ნაწილი პროფესიის გარეშე რჩება და მომავალში სრულიად სხვა ადგილზე და სხვა პროფესიით საქმდება.
უნდა აღინიშოს საქართველოს ბაზარზე პროფესიული მუშა ხელის მოთხოვნა მზარდია და ასეთი პროფესიები ძირითადად კოლეჯებში ისწავლება, სადაც ინტერესი მკვეთღად გაზრდილია, თუმცა ქვეყანაში მაინც კადრების დეფიციტია.
განათლების სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი მუხრან გულიაშვილი ფიქრიბს, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ისეთი ფაკულტეტებიც იყოს პოპულალური, რომელიც შრომის ბაზარზეა მოთხოვნადი
„მე ვიფქრობ, რომ უმჯობესი იქნება, თუ მოხდება სხვადასხვა ფაკულტეტზე გადანაწილება, რადგან 1-2 პოპულალურ მიმართულებაზე ძალიან დიდია კუნკურსი. კარგად მოგეხსენებათ, რომ როდესაც სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებენ, უმეტესაც ვერ საქმდებიან პროფესიის მიხედვით. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, ისეთი ფაკულტეტებიც იყოს პოპულალური, რომელიც შრომის ბაზარზეა მოთხოვნადი. მაგალითად, ტურიზმის, ინჟინერია, მშენებლობა და ა.შ. ერთის მხრივ, სამუშაო ძალა სხვა ქვეყნიდან შემოდის საქართველოში და მეორეს მხრივ, გვყავს ძალიან ბევრი უმუშევარი და უცხოეთში მყოფი უამრავი მიგრანტი.
ეს ყველაფერი არის განათლების არასწორი მიმართულების ბრალი, რისი სწავლაც უნდა ხდებოდეს სკოლიდან, რადგან არ არის საჭირო ამდენი იურისტი, ეკონომისტი და ა.შ. მე თუ მკითხავთ, ბინზესს არ უნდა სწავლა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეიძლება გახდეს ბიზნესმენი”, – უთხრა „რეზონანსს” მუხრან გულიაშვილმა.