იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებას გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საარჩევნო კოდექსში” ცვლილება განიხილა, რომელიც გენდერულ კვოტირებასა და პარტიული სიების წარდგენას ეხება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, პროექტით პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა.
„ცვლილება შედის, ასევე, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში, რომლის თანახმად, უქმდება ის ფინანსური წახალისების ინსტრუმენტი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.
კანონპროექტების ინიციატორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წევრები: , ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი და ჰერმან საბო.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ