იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს 27 მაისს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს ორშაბათს, 27 მაისს განიხილავს.
კომიტეტის სხდომა დილის 09:00 საათზე არის ჩანიშნული. პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პირველივე საკითხად არის მონიშნული.
***
პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.
სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა – კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.
მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.