იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და აბაშის მერი აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ

2024 წლის 17 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.
ს იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ნათია ბოჯგუამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, ქალთა უფლებების, მიწის რეგისტრაციის, შრომის უფლებების და ტრეფიკინგის საკითხებზე. ასევე გააცნო ფოთის ბიუროს მუშაობის სპეციფიკა და დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრის ბოლოს ადგილობრივებს ინდივიდუალურად სამართლებრივი კონსულტაცია გაეწიათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ