იუმორისტი ონისე ცხადაძე მოსამართლეს – არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიმიღია, მტკიცებულებებზე ხელი არ მიმიწვდება, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი – გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ

ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მოსამართლეს გირაოს გამოყენება სთხოვა.
„არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. შემიძლია ვინც გინდათ დავიფიცო, ამ შემთხვევაში ჩემს ძმას დავიფიცებ. ყოველთვის მხოლოდ ჩემს ქმედებებზე ვარ პასუხისმგებელი და არავინაა ჩემი ზემოქმედების ქვეშ. რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, არანაირ მტკიცებულებაზე ხელი არ მიმიწვდება, პირობას ვდებ, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, მიმალვას არ ვაპირებ, არსად წასასვლელი არ მაქვს, რომ მქონდეს აქამდე წავიდოდი, საქართველოში ცხოვრებას ვაპირებ. ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი. გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ და ყველასთან მიმართებაში იგივენაირად მოიქცეთ“, – განაცხადა ცხადაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია