იუკნევიჩიენე: სანქციები ვერ შეცვლის მთავრობას თქვენს ქვეყანაში

ევროპულ პარლამენტში კენჭისყრა რამდენჯერმე მოხდა რეზოლუციებზე საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც რამდენჯერმე იყო ნახსენები საჭიროების შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს დაეკისროს სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და ა.შ. მაგრამ მინდა კიდევ დავუბრუნდე იმას, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის სკენ – ქვეყნისკენ, რომელმაც ომი დაიწყო და ეს გახლავთ ყველაზე საშიში შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს.
მომავალ კვირას გვექნება სპეციალური დებატები საქართველოს მოვლენებზე. მაგრამ სანქციები ვერ შეცვლის მთავრობას თქვენს ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რეალურად არ დაიმსხვრეს ქართველთა ოცნებები, არ ვგულისხმობ პარტია ქართულ ოცნებას, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ეს დევს სასწორზე დღეს. სომხეთმა დაიწყო ამჟამად ლიდერის პოზიციების დაპყრობა ევროპისკენ მიმავალ გზაზე და, სამწუხაროდ, საქართველო ამას აღარ აკეთებს.