“იუვენტუსი” რონალდოსთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდას არ აპირებს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “იუვენტუსი” კრიშტიანო რონალდოსთვის სასამართლოდ მიერ დაკისრებული 9,8 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ტურინელებს კორონავირუსის პანდემიის დროს დაკლებულ 19.9 მილიონ ევროს ედავებოდა. ეს არის თანხა, რომლის დროებით დაკლებასაც რონალდუ პანდემიის პერიოდში დათანხმდა. მოგვიანებით კი, “ალ-ნასრის” შემტევმა იუვენტუსისგან აღნიშნული თანხის დაბრუნება მოითხოვა.
სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც ნათქვამია, რომ “ვეკია სინიორამ” სუპერვარსკვლავს 9,8 მილიონი უნდა გადაუხადოს, თუმცა დავა ჯერ კიდევ გაგრძელდება.