იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ

17-23 ოქტომბერს იუდეველები სუქოთს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სუქოთი, ანუ „კარვობა“ ებრაული კალენდრის ერთ–ერთი დღესასწაულია, რომლის დროსაც ებრაელები საგანგებოდ მოწყობილ კარავში იკრიბებიან და მონობიდან გამოსვლის შემდეგ, უდაბნოში გატარებულ ორმოცწლიან პერიოდს იხსენებენ, რაც, სიმბოლურად, სინაის უდაბნოში ებრაელთა სვლას განასახიერებს. ამასთანავე, სუქოთი მოსავლის აღებისა და დაბინავების დღესასწაულიცაა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, ბედნიერებასა და სიხარულს უსურვებს მათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო

პაპუაშვილი – მსოფლიოში აღარავინ აღარ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო, რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! – ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია