იუდეველები დღეს ლაგ ბა-ომერს ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა იუდეველს, საქართველოს ებრაულ თემს ლაგ ბა-ომერს ულოცავს და მათ კეთილდღეობასა და წარმატებას უსურვებს.
ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„დღეს იუდეველები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, ლაგ-ბაომერს ზეიმობენ. ლაგ-ბაომერი უძველესი იუდეური დღესასწაულია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, რომაელთაგან დაპყრობილ ისრაელში თორის სწავლების აკრძალვასა და ებრაელთა პროტესტს, რომაელებზე ებრაელთა გამარჯვებას უკავშირდება. ლაგ-ბაომერი მხიარული დღესასწაულია, ებრაელები ამ დღეს ზეიმში, ლოცვაში, სიმღერასა და ცეკვაში ატარებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლაგ ბა-ომერს ყველა იუდეველს, საქართველოს ებრაულ თემს და კეთილდღეობას, წარმატებას უსურვებს მათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.