იტალიურმა კომპანია „არისტონმა“ რუსეთში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა

იტალიურმა კომპანიამ „არისტონი“ რუსეთში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა.
კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი რუსული შვილობილი კომპანიის „არისტონ თერმო რუსი“-ს „გაზპრომისთვის“ დროებით მართვაში გადაცემა ს განკარგულებით გაუქმდა.
კომპანიაში მიესალებიან ს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნავენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას რუსეთში, ამასთანავე მოქმედ სანქციებს დაიცავენ.
შპს „არისტონ თერმო რუსი“ 2002 წელს ლენინგრადის ოლქში, ვსევოლოჟსკში დარეგისტრირდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა – საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობების წარმოება. კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას, სერგეი კუკუტი იკავებს.
კომპანიაში 318 ადამიანი ადამიანია დასაქმებული.
2023 წელს „არისტონ თერმო რუსის“ მოგებამ 33 მილიონი რუბლი შეადგინა, შემოსავალმა – 9,4 მილიარდი რუბლი.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „არისტონ თერმო რუსის“ სათავო ოფისი, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, რუსეთში უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს.
1tv.ge