იტალიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” აფეთქების საქმეში ეჭვმიტანილი უკრაინელი მოქალაქის ექსტრადიცია გადაწყვიტა

კუზნეცოვი, გამოძიების აზრით, 2022 წლის სექტემბერში „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაზსადენებზე აფეთქებებში მონაწილეობდა. სასამართლომ გააუქმა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ექსტრადიციაზე უარის შესახებ.

ადვოკატმა ნიკოლა კანესტრინიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იტალიის უზენაეს საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და ილაპარაკა სასამართლო პროცესის დროს გამოვლენილ სერიოზულ პროცედურულ დარღვევებზე.

დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ იტალიის სასამართლომ დაარღვია ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთნდობის პრინციპი, რადგან არ გაითვალისწინა პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილება აფეთქებების საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილის, უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ჟურავლიოვის გათავისუფლების შესახებ. ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო დაცვის მხარის არგუმენტები, რომლებშიც საქმის პოლიტიზების შესახებ შეშფოთება იყო გამოთქმული.
გერმანელი გამომძიებლების თქმით, ექვსკაციანმა ჯგუფმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით იახტა დაიქირავა და ღრმა წყლის აღჭურვილობის გამოყენებით, 2022 წლის 26 სექტემბერს „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის სამ ხაზზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

გერმანიის გენერალური პროკურატურა მიიჩნევს, რომ კუზნეცოვი ოპერაციის ერთ-ერთი კოორდინატორი იყო. კუზნეცოვი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ აფეთქების დროს უკრაინაში იმყოფებოდა.

კუზნეცოვი იტალიაში 2025 წლის აგვისტოში დააკავეს გერმანიის მოთხოვნით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო