იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ღაზაში ომის სწრაფად დასასრულებლად „დიდი შვიდეული“ ისრაელთან ერთად მუშაობს

ღაზაში ომის სწრაფად დასასრულებლად „დიდი შვიდეული“ ისრაელთან ერთად მუშაობს , – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ერთ მიზანს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირება წარმოადგენს, მეორეს კი ისრაელის მთავრობაზე ზეწოლა, რათა მან ღაზაში სამხედრო ოპერაციები დაასრულოს“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების თავიდან დაწყება.
ანტონიო ტაიანიმ დევიდ კამერონთან და კატრინ კოლონასთან სატელეფონო საუბრისას „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ