იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი ერთიანი არმია, რომელსაც შეეძლება კონფლიქტების თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება. ამის შესახებ მან იტალიურ გაზეთ La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ტაიანიმ თქვა, რომ მჭიდრო ევროპული თავდაცვის თანამშრომლობა მისი პარტიის Forza Italia-სთვის პრიორიტეტია.
„თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ მშვიდობისმყოფელები მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ევროპული არმია. ეს არის ფუნდამენტური წინაპირობა ეფექტური ევროპული საგარეო პოლიტიკისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.
ტაიანიმ ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა გაამარტივოს თავისი ხელმძღვანელობა და ჰყავდეს ერთი პრეზიდენტი, არსებული სტრუქტურის ნაცვლად.