იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება “ნაპოლი” დატოვოს

“რეპუბლიკას” ცნობით, იტალიის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელმა ჯაკომო რასპადორიმ შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას “ნაპოლი” დატოვოს.
რასპადორის “ნაპოლიში” თამაში იშვიათად უწევს, თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ არის. მისი სამსახურით “ატალანტა” და “მილანი” არიან დაინტერესებული.
“ნაპოლის” მწვრთნელს ანტონიო კონტეს ზაფხულამდე მისი გაშვება არ უნდა, მაგრამ თუ რომელიმე კლუბმა 30 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა, ალბათ, შეელევიან და გაყიდიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში