იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ

ში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, 24 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად კიევში იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერმინისტრები ჩავიდნენ.
იტალიის მთავრობის ინფორმაციით, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერმინისტრი ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტთ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში ჩავიდნენ.
იტალიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ამავე დღეს, მოგვიანებით მელონი დან დიდი შვიდეულის (G7) სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ც დაესწრება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულამ ფონ დერ ლაიენმა კიევიში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა:
“კიევში უკრაინასთან ს ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ვიმყოფები. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის აღსანიშნავად.
ჩვენ ისე მტკიცედ, როგორც არასდროს, ვდგავართ უკრაინის გვერდით – ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, მორალურად, ვიდრე ქვეყანა საბოლოოდ არ გათავისუფლდება”.