იტალიის თავდაცვის მინისტრი – უკრაინას დახმარება სჭირდება, მაგრამ კონფლიქტში ჩვენი სამხედროების ჩართვას გამოვრიცხავ

იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ში ჯარისკაცების გაგზავნას გამორიცხავს.
„ჩვენი პოზიცია არ იცვლება: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უკრაინას დახმარება სჭირდება და ამას ვაკეთებთ, მაგრამ ასევე, კონფლიქტში ჩვენი სამხედროების უშუალო ჩართვას გამოვრიცხავთ“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ.
გვიდო კროსეტომ აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადება დაძაბულობას ზრდის.
„მე ისეთი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს, როგორიც საფრანგეთია, არ განვსჯი, მაგრამ ამ განცხადებების მიზანს ვერ ვიგებ, რომლებიც ობიექტურად დაძაბულობას ზრდის“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.