“იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს” – გატუზოს პირველი კომენტარი “სკუადრა აძურას” მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ

იტალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პოსტზე დანიშვნის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც “სკუადრა აძურას” დამრიგებელმა აღნიშნა, გუნდმა ის მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა.
“ეს ოცნების ახდენაა. ჩემი დავალების შესრულება ადვილი არაა, მაგრამ ცხოვრებაში ხომ ადვილი არაფერია. განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ბევრი უნდა ვიშრომო.
წლების განმავლობაში ამბობენ, რომ ფეხბურთელები არ გვყავს. ვფიქრობ, მათ გონებასა და ფიქრებს უნდა ჩავუღრმავდეთ, რომ საუკეთესოდ ითამაშონ. ჩემი მიზანია იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურია.
გუნდს ენთუზიაზმი სჭირდება, რომ გაერთიანდეს და რთულ მომენტებში ერთიანობა შეინარჩუნოს. მინდა, სიხარული მოვიტანო და გუნდში ოჯახური ატმოსფერო შევქმნა. სქემები და ტაქსტიკები კი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მენტალიტეტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოგვარჩევდა”, – აღნიშნა გატუზომ.
ვლაჰოვიჩი სერია A-ს სხვა გრანდში – სერბ ფეხბურთელს “მილანში” გადაბარგება სურს
წარმოუდგენელი კადრები – როგორ დახვდნენ გატუზოს “ჰაიდუკში” გადასულ ივან რაკიტიჩს ხორვატი ფანები [VIDEO]
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? – “ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
“ბევრს ყბედობთ” – გატუზომ ჟურნალისტს შეუტია
მოულოდნელი ვარიანტი – იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
მოულოდნელი უარი – რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
“კვარაცხელიას რეკომენდაცია ჩემმა რუსმა მეგობრებმა გაუწიეს… მის ტრანსფერამდე დე ლაურენტისი მოვიდა და ხვიჩაზე მეკითხება…” – სპალეტიმ ქართველის “ნაპოლიში” გადაბარგებაზე ისაუბრა
“ბარსელონამ” შესაძლოა, 35 წლის ივან პერიშიჩი დაიმატოს
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
გატუზო რაკიტიჩს “ჰაიდუკში” უხმობს
ბუფონმა შესაძლოა, იტალიის ნაკრებში დაკავებული თანამდებობა დატოვოს
ქოქოსის წყალი დალია, შემდეგ კი… – გატუზოს რეაქცია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ [VIDEO]