იტალიამ გერმანიას გადასცა “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენების აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელი

იტალიამ გერმანიას გადასცა უკრაინის მოქალაქე სერგეი კუზნეცოვი, რომელიც ეჭვმიტანილია 2022 წლის სექტემბერში ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების აფეთქებებში. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ კარლსრუეში.
გამომძიებლები „ჩრდილოეთის ნაკადის“ საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნევს 49 წლის კუზნეცოვს (დასავლური მედია მის გვარს არ ასახელებს, მიუთითებს მხოლოდ ინიციალ „კ“-ს). სავარაუდოდ, მან კოორდინაცია გაუწია მილსადენების აფეთქების ოპერაციას. გერმანელი პროკურორები უკრაინელს ადანაშაულებენ აფეთქებებში თანამონაწილეობასა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დივერსიულ საქმიანობაში. ის ბრალდებებს უარყოფს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ ის ჰამბურგში წარდგება სასამართლოს წინაშე.
აგვისტოში გერმანელმა პროკურორებმა განაცხადეს იტალიაში უკრაინის მოქალაქე სერგეი კუზნეცოვის დაკავების შესახებ. ის 21 აგვისტოდან კურორტ რიჩონეში იმყოფება პატიმრობაში. 16 სექტემბერს იტალიის სასამართლომ ბრალდებულის გერმანიაში ექსტრადიციის ბრძანება გასცა. მას შემდეგ კუზნეცოვის ადვოკატი ცდილობს ამ გადაწყვეტილების გაუქმებას. 19 ნოემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა უკრაინელის ექსტრადიციის ბრძანება.
სექტემბრის ბოლოს პოლონეთში დააკავეს „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებების საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, 46 წლის უკრაინელი ვოლოდიმირ ჟ. ოქტომბრის შუა რიცხვებში ვარშავის სასამართლომ უარი თქვა გერმანიაში მის ექსტრადირებაზე. ამასთან, უკრაინელი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორი უწოდა.
დან გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე აფეთქებები 2022 წლის 25-26 სექტემბრის ღამეს მოხდა ბალტიის ზღვაში, ბორნჰოლმის კუნძულთან. გაზსადენები იმ დროს არ ფუნქციონირებდა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ექსპლუატაციაში არ შესულა ს მიერ ში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ხოლო „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ს დროებით ჰქონდა შეჩერებული გაზის მიწოდება.
რუსეთში სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული საერთაშორისო ტერორიზმის მუხლით.
ფორუმი