“ის საწყალი კაცი ბანკიდან გასვლამდე გარდაიცვლა” – იმედა კლდიაშვილი

2010 წელს ბანკ რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალში ვმუშაობდი.
მაშინ პირველად ამ ბანკმა იპოთეკური სესხის პროცენტი 15% დან 12% მდე ჩამოიყვანა. ამ პირობებზე წამოსვლა მოუწიათ დიდ ბანკებსაც, საც და საქართველოს ბანკსაც შესაბამისად, იპოთეკური სესხები მაშინ 3% ით გაიაფდა. მაშინ არ არსებობდა ეროვნული ბანკის ლარიზაციის გეგმა და არც იპოთეკის ეროვნული ბანკის განაკვეთი და არც სულელური ლიმიტები. ეს მოიტანა ევროპიდან მოზიდულმა უფრო იაფმა კაპიტალმა, რაც მაშინ სოსიეტე ჟენერალმა შემოიტანა საქართველოში. დღეს უკვე სოსიეტე ჟენერალი საქართველოში აღარ არის. კარგი ეკონომიკური გარემო რომ ყოფილიყო არ მგონია გასულიყვნენ ამ ბაზრიდან. ცალკე ამბავია როგორ გავიდა ბაზრიდან სოსიეტე ჟენერალი. უკვე რამდენი წელია ეროვნული ბანკი ლარიზაციით ფარგლებში აკონტროლებს იპოთეკის საპროცენტო განაკვეთს, 3% იანი კლება ჯერ არასოდეს დაფიქსირებულა. ეროვნულ ბანკში ფინანსისტები მონეტარულ პოლიტიკას და მაკროეკონომიკას თამაშობენ, რაშიც ჩვენი შემოსავლები იხარჯება. ლარი რეალურად ნელნელა შეუმჩნევლად, მაგრამ რეგულარურად გვაღარიბებს.
იმედია მალე დადგება დრო როცა ლარიზაცია გაუქმდება და თავისუფალი სავალუტო რეჟიმი დაწესდება.
ბანკი რესპუბლიკიდან კიდევ ერთი ამბავი.
ადამიანი მოვიდა სესხის ასაღებად, გირაოდ ქონების ჩადება უნდოდა. რეგულატორის მოთხოვნებს შემოსავლების კუთხით ვერ აკმაყოფილებდა და ბანკმა უარი უთხრა. ის საწყალი ბანკიდან გასვლამდე გარდაიცვლა. როგორც გაირკვა ოჯახის წევრი ყავდა ძალიან მძიმედ ავად და თანხა სჭირდებოდა სასწრაფოდ. ბინის გაყიდვა უნდოდა, უფრო ნაკლები ფართის ბინის ყიდვა და სანამ გაიყიდებოდა დრო რომ არ დაეკარგა ბანკის სესხი ჭირდებოდა. ამ დროს ბანკი უარს ეუბნება, მაგრამ სალანძღავად ქცეული “მევახშე” ამაში დაეხმარებოდა. ის კაციც ცოცხალი გადარჩებოდა და შეიძლება ოჯახის წევრიც გადაერჩინა.
სწრაფი ფული, უფრო მაღალი რისკით, სესხის დიდ პროცენტს ნიშნავს, თუმცა შეიძლება რაღაც შემთხვევებში ეს პროცენტი გიღირდეს – წერს “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი, იმედა კლდიაშვილი.