„ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, „მელია-გახარიას ღამე“ იყო“ – პაპუაშვილის განცხადება

„მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება -ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები სთან ძალიან ცხადი არის.

მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგების მიმართ დაიწყო გამოძიება, ვნახეთ, როგორი იყო სცენარები და რას ასწავლიდნენ. ვხედავთ ამ სცენარების ასრულებას.

აქ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ, როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და ვნახეთ შტურმი, სამწუხაროდ, მეორე დღეს მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია და პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა.

იმავეს ამბობდნენ 20 ივნისზე, რომ მშვიდობიანი აქცია იყო, მაგრამ სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ ყველა უცხოელი აქტორი ტყუოდა, ვინც ამბობდა, რომ ეს მშვიდობიანი აქცია იყო. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტზე თავდასხმას. ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, საბოლოო ჯამში, „მელია-გახარიას ღამე“ იყო.

ჩვენ ვატყობთ, რომ ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის. ვხედავთ მათ წაცდენას, როდესაც მსხვერპლზე საუბრობენ.

ამ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებითა და დამფინანსებლებით, ქვეყნის გარედან და მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა”

აღნიშნული განცხადება შალვა პაპუაშვილს ეკუთვნის.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?