ის, რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა – როგორც გნებავთ ისე უწოდეთ

ის, რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული(!) პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა – როგორც გნებავთ ისე უწოდეთ. იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, “თავკონტროლი აქვს დაკარგული, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ს განცხადებას, რომლის თქმითაც, საპოლიციო ძალები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
მისივე თქმით, ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია, რითაც ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავადდა, იმის გამო რომ იყო “nobody” და უცებ გახდა “somebody,” უკურნებელი სენია.
„იმაზე, რასაც ქვემოთ დავწერ, ვიცი ბევრს ექნება სრულიად საფუძვლიანი კონტრარგუმენტი – ეს ხომ ამ ხელისუფლებამ გაათრია პრეზიდენტადო და ა.შ. დიახ, სამწუხაროდ ასე იყო და შეცდომა აღიარებულია.
თუმცა, ის რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული(!) პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა – როგორც გნებავთ ისე უწოდეთ. იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, “თავკონტროლი აქვს დაკარგული.”
მოგეხსენებათ ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია, რითაც ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავადდა, იმის გამო რომ იყო “nobody” და უცებ გახდა “somebody,” უკურნებელი სენია.
არ ვიცი ჩვენი საზოგადოება როგორ მოექცევა ზურაბიშვილს, იმის შემდეგ, რაც ორბელიანების სასახლეს დაატოვებინებენ და აუცილებლად უნდა დაატოვებინონ, რაც არ უნდა გაჯიუტდეს იქიდან გამოსვლაზე“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დასრულდა მანიპულაციები, მაშინ როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა დაეცა ჭავჭავაძის გამზირზე, როდესაც კარვები გაშალეს და იქ ორი კაცის მეტი არავინ დარჩა

დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის ინტერესები. ჩვენთვის ტრამპის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ჩვენი ხედვები და შესაბამისად ინტერესებიც ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს