ის კონკრეტული ჯგუფი, რომელიც დღეს ახმოვანებს “ნაციონალურ მოძრაობას”, მხოლოდ მერკანტილურად არის დაინტერესებული, მათთან ერთად პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავ – ბაჩო დოლიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ “ვარდების რევოლუციის” 20 წლის ღონისძიებაზე საზოგადოებას ერთობის მანიფესტი გააცნო, რომელსაც ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები არ ესწრებოდნენ. მანიფესტის შინაარსს მელიას ფლანგი “კვიპროსის კლანის” გადაწყვეტილებას უწოდებს.
ბაჩო დოლიძის განცხადებით, ადამიანების გვერდით, რომლებიც დღეს ამ პარტიის სახელით საუბრობენ, თავის პოლიტიკურ მომავალ ვეღარ ხედავს.
“ლევან ბეჟაშვილმა გუშინ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ის მანიფესტი, ვითომ რომ უნდა ყოფილიყო გამამთლიანებელი, რეალურად რა მიზანსაც ემსახურებოდა, ემსახურებოდა გახლეჩის მიზანს, კონკრეტული ადამიანების პარტიიდან ჩამოშორებას, შესაბამისად, ვისგანაც მოდის ამ მგლის ბილეთებზე საუბარი, ადეკვატური პასუხი გაეცემათ, წერტილი დაესმება ამ ყველაფერს.
ათი ათასობით ადამიანზეა საუბარი, ვისაც, თავიანთი ჭკუით ურიგებენ ამ მგლის ბილეთს, შესაბამისად, ღირსეული ადამიანების პასუხი იქნება ძალიან მალე.
ის კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც დღეს ახმოვანებს “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურად არის დაინტერესებული, რომელსაც არც არაფერი ეშველება პოლიტიკურად და შესაბამისად, მათთან ერთად მე პირადად პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავ.
“ქართულ ოცნებასთან” სასესიო დარბაზში ვერ შედიოდნენ, რომ ვინმეს რამე არ ეთქვა. პირდაპირ ვთქვათ, ყოველთვის სხვისი სათრევები იყვნენ ეს ადამიანები, ამდენი თვის განმავლობაში ყოველთვის ვიღაცას ამოფარებულები იყვნენ, დღესაც ოთხ კედელში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ამოფარებული ხალხია, რომლებიც ამ ამოფარებით მოვიდნენ თავმჯდომარეობაზე და რაღაც პოსტებზე, დღესაც იქიდან გვესაუბრებიან ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით. მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ მოხვდნენ პარლამენტში, ზოგის ის, რომ კვიპროსში გაისეირნონ”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც “ნაცთან” ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო

„ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მაგრამ ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა