ის ევროპარლამენტარები ახლა სად არიან, გვარამია რომ პოლიტპატიმრად შერაცხეს, ან სალომე ზურაბიშვილი რას გვიპასუხებს კრიმინალის შეწყალებაზე?

ექსპერტი ირაკლი ლატარია პარტია „ახალის” დამფუძნებლის, ს „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
„ძალიან მაინტერესებს ის ევროპარლამენტარები ახლა სად არიან, გვარამია რომ პოლიტპატიმრად შერაცხეს.ან ის ,,ენ ჯე ო” – შნიკები რას იტყვიან ახლა, რომლებისთვისაც გვარამია უდანაშაულობის მაგალითი და ნაწამები ანგელოზი იყო და ბოლოს, ძალიან მაინტერესებს რას გვიპასუხებს კრიმინალის შეწყალებაზე? ახლა ხომ მაინც ზუსტად ვიცით, რომ ზურაბიშვილი, ჩვეულებრივი ნაცების დავალების შემსრულებლად გადაიქცა? და ბოლოს: სტრასბურგის სასამართლოს მადლობა, მაგრამ ამავე დროს ველოდები მე პირადად ბოდიშს, სწორედ იმ ხალხისგან, ვინც ზემოთ ვახსენე….“-წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მე არ ვარ წინააღმდეგი „ენჯეოების“ და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების, პირიქით მე მინდა, რომ იყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ეს ორგანიზაციები უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს