ისტორიული გასროლა – უკრაინელმა სნაიპერმა ხელოვნური ინტელექტისა და დრონის დახმარებით 4000 მ (!) მანძილზე ორი ოკუპანტი გაანადგურა (ვიდეო)

ისტორიული გასროლა
უკრაინელმა სნაიპერმა ხელოვნური ინტელექტისა და დრონის დახმარებით 4000 მ (!) მანძილზე ორი ოკუპანტი გაანადგურა.
რეკორდულ მანძილზე გასროლა განხორციელდა „ალიგატორის“ ტიპის უკრაინული სნაიპერული შაშხანით. ეს შაშხანა გამოირჩევა განსაკუთრებით მსხვილი კალიბრით (14,5 მმ) და სითბური ხედვის სამიზნით. სროლის კორექტირებაში მონაწილეობდა დრონი და .
რეკორდული გასროლა განხორციელდა პაკროვსკის მიმართულებაზე. ოპერაციაში მონაწილეობდა სნაიპერული ჯგუფი Привид, რომელიც ბახმუტის ბრძოლებისთვის 2022 წელს შეიქმნა. სწორედ ამ ჯგუფს დაევალა ახალი სნაიპერული შაშხანის „ალიგატორის“ ათვისება.