ისტორია დაიწერა – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მალტაში მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის მეორე დივიზიონის ნახევარფინალში გერმანია 9:13 დაამარცხა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა!
მსოფლიო თასი 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება და მასში 8 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: მასპინძელი ავსტრალია, საქართველო, საბერძნეთის, ხორვატია, იტალია, მონტენეგრო, ესპანეთი და უნგრეთი.