ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის გუნდი მუნდიალზე – კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში კურასაოს ნაკრები გასვლაზე იამაკას დაუპირისპირდა, ნულოვანი ფრე ითამაშა და ისტორიაში პირველად მუნდიალზე გავიდა.
კურასაო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ცოტა მოსახლეობის (156 000) სტატუსის მფლობელიც გახდა. აქამდე ეს წოდება ისლანდიას (350 000 მოსახლე) ჰქონდა.
საინტერესოა, რომ კარიბის ზღვის კუნძულზე მდებარე ქვეყანა სრულიად დამოუკიდებელი არცაა, არამედ ნიდერლანდების სამეფოს ნაწილია. წარმატების მთავარი შემოქმედი 78 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი დიკ ადვოკაატია, რომელიც ნაკრებს სათავეში 2024 წელს ჩაუდგა.
რონალდო “თეთრ სახლში” დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
“60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი” – ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
ვიდეო, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ – მესისა და მისი დედის ემოციები ფინალის შემდეგ [VIDEO]
გულშემატკივრები შოკში არიან – 2026 წლის მუნდიალზე FIFA-ს მიერ ბილეთებზე დაწესებულმა ფასებმა ყველა გააოგნა
5 ახალი ტენდენცია 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე
მესის სახლთან ათასობით არგენტინელი გულშემატკივარი დახვდა [VIDEO]
ლიონელ მესი: ვიცოდი, რომ ღმერთი ამ ტიტულს მომაგებინებდა