ისრაელ კაცი – თავდაცვის ძალებს დავავალე, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, მან ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმებით, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
სარაკეტო იერიში გამო, ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.