ისრაელში შეიარაღებული პირი ქვეითებს მანქანით დაეჯახა და ცეცხლი გახსნა

ისრაელის ქალაქ რაანანაში შეიარაღებული პირი ქვეითებს მანქანით დაეჯახა და ცეცხლი გახსნა. დაიღუპა ერთი ადამიანი, 17 კი დაიჭრა. ინფორმაციას timesofisraelავრცელებს.
მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ორი პალესტინელი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებიც ქალაქში არალეგალურად მუშაობდნენ. თავდამსხმელებმა სამი ავტომობილი გაიტაცეს და სხვადასხვა ლოკაციაზე მოსახლეობას თავს დაესხნენ.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები და მოზარდები.