ისრაელში, ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების ოჯახები და მხარდამჭერები, მათი ახლობლების ტყვეობაში ყოფნის მე-200 დღეს, თელ-ავივში საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, ჰაბიმას მოედანზე ხელები წითლად შეიღებეს და ცისკენ აღაპყრეს.
მძევლების ოჯახები ხელისუფლებას მოუწოდებენ, იმოქმედოს მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
ცნობისთვის, ამჟამად, ღაზის სექტორში 130-ზე მეტი მძევალია დარჩენილი, რომლებიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს აიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ