ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადება

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები, განგაშის სიგნალის ამოქმედებისთანავე გადავიდნენ თავშესაფარში და დაიცვან უსაფრთხოების პროტოკოლი.
📣 საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ს სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მუდმივ კოორდინაციაშია შესაბამის სამსახურებთან და ახდენს ვითარების მუდმივ მონიტორინგს.
✅ საელჩოს თანამშრომლებმა სატელეფონო კონსულტაცია გაუწიეს საქართველოს 200-ზე მეტ მოქალაქეს. საელჩოს წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ქალაქ ბათ-იამში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.
‼️ საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები, განგაშის სიგნალის ამოქმედებისთანავე გადავიდნენ თავშესაფარში და დაიცვან უსაფრთხოების პროტოკოლი.
🌐 განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/ https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE
📞საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე:
+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7
+972 3 609 3206

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ