ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საპასუხო თავდასხმებს ელოდება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დღეს დილით იერუსალიმში სირენების ხმები ისმოდა, რის შემდეგაც იერუსალიმის მცხოვრებლებმა ტელეფონებზე განგაშის სიგნალი მიიღეს.
ს ძალებმა მოსახლეობა გააფრთხილა და განაცხადა, რომ ქვეყანას „ძლიერი და რთული დღეები“ ელის.
„ამ ოპერაციის დროს ფართომასშტაბიანი გაფრთხილებებია მოსალოდნელი“, – განაცხადა შიდა ფრონტის სარდლობის უფროსი, გენერალ-მაიორმა რაფი მილომ.
მისი თქმით, საგანგებო შეტყობინებების გაგზავნისას ადამიანები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ.

ipn.ge