ისრაელში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დასავლეთ ნაპირზე ქუჩაში მლოცველს რეზერვისტმა მანქანა შეატაკა

ს საგანგებო ვითარებათა სამსახურმა განაცხადა, რომ 26 დეკემბერს, ჩრდილოეთ ისრაელში, პალესტინელმა თავდამსხმელმა კაცს გადაუარა, ქალი დანით დაჭრა და ორივე მოკლა.

ს პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს, რომელიც ოკუპირებული დასავლეთ ნაპირიდან იყო, შემთხვევის ადგილზე მოქალაქემ ესროლა და დაჭრა, რის შემდეგაც ის
საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ეს იყო მოძრავი ტერორისტული თავდასხმა“, – განაცხადა პოლიციამ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, თქვა, რომ მან, შემდგომი თავდასხმების აღსაკვეთად, სამხედროებს დაავალა, საპასუხოდ ძალა გამოიყენონ დასავლეთ ნაპირის ქალაქ კაბაიტიაში, საიდანაც იყო, მისი თქმით, თავდამსხმელი.

ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ ტერიტორიაზე „ოპერაციისთვის ემზადებიან“.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა ერთი მოზარდი და რომ მამაკაცი და ქალი ადგილზე გამოაცხადეს გარდაცვლილად მას შემდეგ, რაც ექიმებმა მათი რეანიმაცია ვერ შეძლეს.

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, 25 დეკემბერს ისრაელელმა სამხედრომ – რეზერვისტმა ჯარისკაცმა თავისი ავტომობილი პალესტინელ კაცს დააჯახა მაშინ, როცა ის ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე გზის პირას ლოცულობდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მანამდე ამ ტერიტორიაზე სროლები იყო.

„მიღებული იქნა კადრები, სადაც შეიარაღებული პირი პალესტინელს ეჯახება“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ეს პირი რეზერვისტი იყო და მას სამხედრო სამსახური შეუწყვიტეს.

სამხედროების თქმით, რეზერვისტმა „საკუთარი უფლებამოსილების უხეში დარღვევით“ იმოქმედა და მას იარაღი ჩამოართვეს.
ისრაელის მედიის ცნობით, ის შინაპატიმრობაში იმყოფება.
ისრაელის პოლიციამ Reuters-ის თხოვნას კომენტარის გაკეთების შესახებ, დაუყოვნებლივ არ უპასუხა.

თავდასხმის შემდეგ პალესტინელი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს შემოწმებისთვის, თუმცა ის უვნებელი იყო და ამჟამად სახლშია.
პალესტინის ტელევიზიით გასულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც იარაღი მხარზე აქვს გადაკიდებული, ავტომობილით გზის პირას მლოცველს.

გაეროს მონაცემებით, ეს წელი, რომლის განმავლობაშიც 750-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი იყო.

ფორუმი