ისრაელში თავდამსხმელი ავტობუსის გაჩერებაზე მანქანით შევარდა; დაშავდა 4 პირი

ცენტრალურ ისრაელში თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი მანქანით ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა, რის შედეგადაც ოთხი პირი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი – მძიმედ.
ეჭვმიტანილი, რომელიც, პოლიციის თქმით, აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრებია, ადგილზე მყოფმა უსაფრთხოების ძალებმა გაანეიტრალეს.
“ტერორისტმა, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, ავტობუსის გაჩერებაზე რამდენიმე ისრაელელს გადაუარა – რამდენიმე ასეული მეტრით გააგრძელა [სვლა], შემობრუნდა და კიდევ ერთხელ დაჯახებით თავს დაესხა ავტობუსის გაჩერებას”. – განაცხადა ცენტრალური პოლიციის ოლქის უფროსმა ავი ბიტონმა.