ისრაელში დააკავეს ტერორისტი, რომელსაც 14 წლის ბიჭის მკვლელობა ედება ბრალად

შინ ბეთისა და ს თავდაცვის ძალების (IDF) საერთო განცხადების მიხედვით, ისრაელში დააკავეს ტერორისტი, რომელსაც 12 აპრილის თავდასხმის დროს 14 წლის ისრაელელი ბიჭის, ბენიამინ ახიმეირის მკვლელობა ედება ბრალად.
ბრალდებული 21 წლის აჰმედ დავაბშა არის. განცხადებაში წერია, რომ გამოძიება ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად წინ წაიწია.
ახიმეირი 12 აპრილს დასავლეთ სანაპიროზე მწყემსობის დროს დაიკარგა, რის შემდეგაც IDF-მ მისი ცხედარი აღმოაჩინა.
ახიმეირის ცხედარი 13 აპრილს, დილით სასაზღვრო თავდაცვის ძალების სადაზვერვო დანაყოფმა დრონიდან იმ ფერმის მახლობლად დაინახა, საიდანაც ის თავდაპირველად დაიკარგა.
გარდა ამისა, შუადღით, ცხედრის პოვნის შემდეგ, ისრაელელ მოსახლეებსა და პალესტინელებს შორის ძალადობრივი შეტაკებების შესახებ ცნობები გავრცელდა.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მედიის ინფორმაციით, შეტაკებების დროს ერთ-ერთ პალესტინელს ესროლეს. ხოლო ისრაელის პრემიერმინისტრმა მ მოსახლეობას მოუწოდა, მკვლელების დაკავებასა და წესრიგის შენარჩუნებაში უსაფრთხოების სამსახურს ხელი არშეუშალონ.