ისრაელში გამვლელებს პალესტინელი დანით დაესხა თავს, ორი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის ქალაქ ჰოლონში კვირას გამვლელებზე დანით თავდასხმა მოხდა. ადგილზე ერთი ქალი დაიღუპა, მისი ქმარი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, წყვილი დილით სარბენად იყო გამოსული, როდესაც თავდასხმა მოხდა. კიდევ ორი დაზიანებული ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ეს არის 34 წლის პალესტინელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მკვიდრი, რომელიც ისრაელში შესვლის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა. მანამდე ის პოლიციის ყურადღების ცენტრში არ ყოფილა.
ს პოლიციის წარმომადგენელმა ელი ლევიმ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ბოლო დღეებში პოლიციაში შედის ათობით გაფრთხილება შესაძლო ტერაქტებისა და სოციალურ ქსელებში ტერორიზმისკენ მოუწოდებების შესახებ. მან ასევე ურჩია ისრაელელებს, რომლებიც კანონიერად ფლობენ იარაღს, რომ თან იქონიონ ის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება